DataVision - ანალიტიკური ბლოგი
არსებობს ერთი ხარჯი, რომელიც არცერთ ინვოისში არ ჩანს, თუმცა წლის ბოლოს საკმაოდ სოლიდურ ციფრს აღწევს. ამას „მონაცემთა ქაოსის გადასახადი“ ჰქვია. ბიზნესების უმეტესობა დროსა და ფულს კარგავს არა იმიტომ, რომ ცუდი პროდუქტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ მათი მონაცემები გაფანტულია სხვადასხვა ფაილებში, ადამიანების მეხსიერებაში ან არაეფექტურ ცხრილებში. როგორ მიხვდეთ, რომ ამ გადასახადს თქვენც იხდით? დროის კარგვა ძებნაში: როცა მარტივი რეპორტის მისაღებად თანამშრომელს 3 სხვადასხვა პროგრამიდან მონაცემების ექსპორტი და მათი ხელით შეჯერება სჭირდება. დუბლირებული სამუშაო: როცა გუნდის ერთი წევრი აკეთებს იმას, რაც მეორეს უკვე გაკეთებული აქვს, უბრალოდ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი დაგვიანებული რეაგირება: როცა კვირის ბოლოს იგებთ, რომ პროდუქტი ამოიწურა ან მარჟა დაგეცათ, ნაცვლად იმისა, რომ ეს რეალურ დროში გცოდნოდათ. გამოსავალი არასდროსაა პროგრამების შეძენა ხშირად ბიზნესი უშვებს შეცდომას და ყიდულობს ძვირადღირებულ პროგრამებს (CRM, ERP), რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ Advanced Excel ფუნქციას ასრულებენ. მთავარია სისტემა და არა ხელსაწყო. მონაცემების სწორი სტრუქტურირება საშუალებას გაძლევთ: გადაწყვეტილებები მიიღოთ 5 წუთში და არა 2 დღეში დაინახოთ მომგებიანობის რეალური სურათი ყოველგვარი „ალბათ“-ის გარეშე. გაათავისუფლოთ გუნდი რუტინული სამუშაოსგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თქვენი მონაცემები ვაქციოთ თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარების მთავარ ძალად. DataVision - შენი ანალიტიკური პარტნიორი
წაიკითხე2008 წელს Starbucks სერიოზული კრიზისის წინაშე იდგა. კომპანიის აქციების ფასი განახევრდა, ხოლო ფილიალების დიდი ნაწილი ზარალის გამო იხურებოდა. სწორედ ამ დროს კომპანიაში დაბრუნდა მისი დამფუძნებელი, ჰოვარდ შულცი, რომელმაც გადაწყვიტა ინტუიციური მართვის დასრულება და მონაცემების გაანალიზება დაიწყო. ბრმა გაფართოების პრობლემა მანამდე Starbucks ხსნიდა ფილიალებს ყველგან, სადაც შესაძლებლობა მიეცემოდა. შედეგად მოხდა ის, რომ ხშირად ერთ ქუჩაზე ორი ფილიალი მდებარეობდა, რაც იწვევდა იმას, რომ ისინი ერთმანეთს კლიენტებს "პარავდნენ", რაც საბოლოოდ ორივე ფილიალს წამგებიანს ხდიდა. რეფორმა კომპანიამ დანერგა მონაცემთა ანალიტიკის სისტემა, რომელიც აანალიზებდა: ლოცაკიას: მოსახლეობის სიმჭიდროვეს, საშუალო შემოსავალს და ტრაფიკის მიმართულებას მომხმარებლის ქცევას: სად ჩერდებიან ადამიანები სამსახურში წასვლისას და სად უკან დაბრუნებისას კანიბალიზაციის ეფექტს: რამდენად დააზიანებდა ახალი ობიექტი უკვე არსებულს შედეგი: მონაცემების საფუძველზე მათ შეცვალეს არა მხოლოდ ლოკაციები, არამედ მენიუც. ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებლები ცივ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას ნაშუადღევს. სწორედ ამ დასკვნამ ჩაუყარა საფუძველი "Frappuccino" ხაზის გაძლიერებას. დღეს კი მათ აქვთ აპლიკაცია "Rewards App" რომელიც არის მონაცემების გენერატორი. კომპანიამ ზუსტად იცის: რას და როდის უკვეთავთ რა ტიპის შეტყობინებებზე რეაგირებთ როგორი ამინდის დროს რა სასმლის მირთმევა გირჩევნიათ თქვენ არ გჭირდებათ იყოთ Starbucks, იმისთვის რომ მონაცემებით მართოთ ბიზნესი. მთავარია გქონდეთ "ხედვა", რათა დაინახოთ ის სწორი მიმართულებები, რომლებიც თქვენს მონაცემებშია დამალული. DataVision - შენი ანალიტიკური პარტნიორი
წაიკითხე