ავტომატიზაცია

მონაცემებისა და ანალიტიკის მოდერნიზაცია

შეამცირეთ ხელით შესრულებული პროცესები, გაამარტივეთ მონაცემთა ეკოსისტემა და მიიღეთ სწრაფი, სანდო ანალიტიკა თანამედროვე არქიტექტურით.

პროცესების ავტომატიზაცია
ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა
მონაცემთა ინტეგრაცია
ანალიტიკის სისწრაფე
Modernization
Manual → Automated
ხელით Manual
დამუშავების სიჩქარე
ნელი
შეცდომის რისკი
მაღალი
ხარჯი
ზრდადი
Excel • Copy/Paste • Email workflows
ავტომატური Automated
დამუშავების სიჩქარე
სწრაფი
შეცდომის რისკი
დაბალი
ხარჯი
ოპტიმიზ.
Pipelines • Cloud • Governance
* მიზანი: ნაკლები ხელით პროცესი → უფრო სწრაფი გადაწყვეტილება → ნაკლები ხარჯი.

შეამცირეთ ხელით შესრულებული პროცესები და ნაკლები გადაიხადეთ ტექნოლოგიებში

მოდერნიზაცია ნიშნავს სისტემების გამარტივებას, ავტომატიზაციას და ისეთი არქიტექტურის შექმნას, რომელიც ზრდასთან ერთად მასშტაბირდება. შედეგად, გუნდი ნაკლებ დროს ხარჯავს “ხელით რეპორტინგზე” და მეტ დროს — ანალიზზე და გადაწყვეტილებაზე.

გჭირდებათ მონაცემებისა და ანალიტიკის მოდერნიზაცია, თუ გირთულდებათ:

  • მონაცემთა ინტეგრაციის სირთულე: გიჭირთ ახალი წყაროების სწრაფი და შეუფერხებელი დაკავშირება არსებულ სისტემასთან.
  • დიდ მონაცემებთან (Big Data) წვდომა: დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და მათზე სწრაფი წვდომა დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
  • ნელი refresh და დაგვიანებული გადაწყვეტილებები
  • Real-time ანალიტიკის ნაკლებობა: არ გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ გადაწყვეტილებები რეალურ დროში განახლებად მონაცემებზე დაყრდნობით.
  • დაბალი მოქნილობა: არსებული ანალიტიკური ინსტრუმენტები ვერ ეწევა ბიზნესის ცვალებად მოთხოვნებს.
  • Cloud მიგრაცია: გეგმავთ მონაცემების ღრუბლოვან სერვერებზე გადატანას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
  • მონაცემთა დემოკრატიზაცია: გსურთ, მონაცემებზე წვდომა და მათი ანალიზის შესაძლებლობა ჰქონდეს კომპანიის ყველა შესაბამის რგოლს.
  • “სხვადასხვა სიმართლე” — განსხვავებული ციფრები სხვადასხვა გუნდში.

DataVision-ის მონაცემებისა და ანალიტიკის მოდერნიზაციის სერვისები

ჩვენი მიდგომა ეფუძნება ეტაპობრივ განვითარებას — ვფოკუსირდებით სწრაფ შედეგებზე (Quick Wins) და პარალელურად ვქმნით მყარ, გრძელვადიან არქიტექტურულ საფუძველს.

სტრატეგიული გზამკვლევი და სამიზნე არქიტექტურა

განვსაზღვრავთ სწორ მიმართულებას: ვაანალიზებთ არსებულ მდგომარეობას (As-Is) და ვქმნით მომავლის მოდელს (To-Be). ჩვენი გუნდი ადგენს პრიორიტეტებსა და კონკრეტულ ეტაპებს თქვენი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

ავტომატიზაცია და განახლება

მინიმუმამდე დაგვყავს მექანიკური პროცესები, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და ზოგავს დროს.

ინტეგრაციები და მონაცემთა Pipelines

ჩვენ ვაპროექტებთ გამართულ ETL/ELT პროცესებს: მონაცემთა შეგროვება, ტრანსფორმაცია, გაწმენდა და ოპტიმიზებული მიწოდება BI პლატფორმებისთვის. ეს უზრუნველყოფს ანალიტიკის უწყვეტობას.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ თქვენი ბიზნესის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით მონაცემებიდან ღირებულების შექმნაში