მონაცემებიდან მყარ სტრატეგიულ უპირატესობამდე
გააანალიზე წარსული, დააოპტიმიზირე აწმყო და უზრუნველყავი ბიზნესის სტაბილური ზრდა.
დავიწყოთჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ანალიტიკის სრულ სპექტრს, რომელიც თქვენს ბიზნესს აძლევს კონკურენტული უპირატესობის გასაღებს
მოიცავს მონაცემთა არქიტექტურის დაგეგმავასა და აშენებას, მონაცემთა საწყობების შექმნას, მონაცემთა მიგრაციის პროცესების მართვას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ETL/ELT პროცესების საიმედოობას, სიზუსტეს და დროულობას, რაც აუცილებელია ანალიტიკისთვის.
ჩვენ დაგეხმარებით სწორად დაგეგმოთ და გამოიყენოთ მონაცემები ბიზნესის მიზნების მისაღწევად. ჩვენ შევაფასებთ მიმდინარე მონაცემთა მდგომარეობას ან დავნერგავთ 0-დან ბიზნესის სტრატეგიებიდან გამომდინარე. ვიზრუნებთ არსებული სტრატეგიების განხორციელებაზე და გაუმჯობესებაზე.
მონაცემების სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ზრდას, ინოვაციას და ოპერაციულ ეფექტიანობას. Datavision-ის ბიზნეს ანალიტიკა აერთიანებს ანალიტიკასა და დარგობრივ ცოდნას (ინდუსტრიულ ექსპერტიზას) ბიზნეს პროცესების, ფუნქციებისა და მიმართულებების გასაანალიზებლად.
ეს სერვისი ფოკუსირებულია ნედლი მონაცემების გასაგებ და ქმედით ინფორმაციად გარდაქმნაზე. მოიცავს დაფების, ანგარიშებისა და ინტერაქტიული გრაფიკების შექმნას. მიზანია, ბიზნესის ყველა დონის მომხმარებელს მიეცეს საშუალება, ვიზუალურად აღიქვას ტრენდები, აღმოაჩინოს ანომალიები და მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოპერაციული ეფექტურობის რადიკალურ ზრდას შრომატევადი პროცესების სრულად ავტომატიზირებული მონაცემთა Pipeline-ებითა და დროული რეპორტინგის სისტემებით ჩანაცვლების გზით. მოდერნიზებული პლატფორმა საფუძველს უყრის ზუსტ, მონაცემებზე დაფუძნებულ პროგნოზირებას, რაც თქვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის წინასწარ გამზადებულსა და დასაბუთებულს ხდის.
ჩვენი მიზანია ოპერაციული ეფექტურობის გაზრდა და ხარჯების შემცირება. არსებული ბიზნეს პროცესების დეტალური შესწავლა მონაცემების საშუალებით. ანალიტიკა ეხმარება "ბოთლყელებისა" და პროცესის ტრანსფორმაციის იდენტიფიცირებაში.
მონაცემები მხოლოდ მაშინ ხდება ღირებულება, როცა ისინი სანდოა, დროული და საერთო მიზანზე ორიენტირებული.
99% მონაცემთა სანდოობა და ხარისხის გარანტია ყველა ანალიზში
საშუალო 7-14 დღე პილოტური პროექტების დასრულებისთვის
ხანგრძლივი მხარდაჭერა და თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის
მოგვწერეთ თქვენი ბიზნესის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით მონაცემებიდან ღირებულების შექმნაში