მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ფინანსური ინდუსტრიებისთვის

ბანკებისთვის, FinTech კომპანიებისთვის და ლომბარდებისთვის, სადაც სწორი ანალიტიკა ნიშნავს დაბალ რისკს, სწრაფ გადაწყვეტილებებს და სტაბილურ მოგებას.ი
Datavision-ის ანალიტიკური სერვისები რისკების შესამცირებლად და მომგებიანობის გასაზრდელად
დაიწყეთ ანალიზი

3 ტიპის 1 გადაწყვეტა — ფინანსური მონაცემების სრული კონტროლი

ჩვენი გუნდი მუშაობს ყველა ტიპის ფინანსურ ინსტიტუტზე

კომერციული ბანკები

კრედიტების, დეპოზიტების, ტრანზაქციებისა და რისკების ანალიზი ბანკებისთვის კრიტიკულია რეგულაციებთან შესაბამისობისა და მომგებიანობის შესანარჩუნებლად. DataVision ეხმარება ბანკებს მონაცემთა ცენტრალიზაციაში, ავტომატიზებულ რეპორტინგში და რეალურ დროში გადაწყვეტილებების მიღებაში.

FinTech კომპანიები

FinTech გარემოში სისწრაფე და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ჩვენ ვეხმარებით FinTech კომპანიებს მომხმარებლის ქცევის ანალიზში, პროდუქტების ოპტიმიზაციაში და სკალირებად ანალიტიკურ არქიტექტურაში.

ლომბარდები

ლომბარდებისთვის მონაცემთა არასტრუქტურირებული მართვა ზრდის ფინანსურ და ოპერაციულ რისკებს. DataVision უზრუნველყოფს გირაოს, პროცენტების, შემოსავლებისა და რისკების ანალიტიკას, რაც ამარტივებს კონტროლს და ზრდის მოგებას.

გამოწვევები, რომლებსაც თქვენ აწყდებით

ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში პრობლემები იშვიათად ჩანს ზედაპირზე. ისინი ჩნდება მაშინ, როცა მონაცემები ვერ ეხმარება ბიზნესს სწრაფად, ზუსტად და თავდაჯერებულად მოქმედებაში.

მონაცემები ბევრ სისტემაშია გაფანტული

საკრედიტო, ოპერაციული და რისკის მონაცემები ინახება სხვადასხვა სისტემაში და ერთმანეთთან არ არის სინქრონიზებული.

შედეგი: გადაწყვეტილებების მიიღება არასრული სურათის საფუძველზე და იზრდება ფინანსური რისკი.ა

ანალიტიკა რეაგირებს დაგვიანებით

ბანკში მონაცემები არსებობს, მაგრამ მათი ანალიზი ხდება შემდეგში და არა რეალურ დროში.

შედეგი: შესაძლებლობები იკარგება მანამდე, სანამ ბანკი რეაგირებას მოასწრებს

ანალიტიკის ჩამორჩენა

პროდუქტები და მომხმარებლები სწრაფად იზრდება, მაგრამ მონაცემთა არქიტექტურა ვერ ასწრებს მასშტაბირებას.

შედეგი: პროდუქტის არაოპტიმალური განვითარება და მარკეტინგის არაეფექტურობა

კონკურენტული ბაზრის გარემო

ფინტექ ინდუსტრია სწრაფად იცვლება. ახალი კონკურენტების გამოჩენა და ტექნოლოგიური ტრენდების დაკვირვება რთულია ტრადიციული მეთოდებით.

შედეგი: ბაზრის წილის დაკარგვის რისკი და ინოვაციების გამოტოვება

გადაწყვეტილებები ხდება გამოცდილებაზე დაყრდნობით

გირაოს ღირებულება, პროცენტები და რისკები ხშირად ფასდება ინტუიციით ან ხელით ჩანაწერებით

შედეგი: მოგება არასტაბილურია და იზრდება არასწორი გადაწყვეტილებების ალბათობა

ოპერაციების კონტროლი

ტრანზაციები, ვადები და შემოსავლები არ არის ერთიან სისტემაში მოქცეული

შედეგი: ბიზნესი იზრდება ქაოსურად და მენეჯმენტი კარვას სრულ კონტროლს

ჩვენი გადაწყვეტილებები თქვენი გამოწვევებისთვის

კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები თითოეული ტიპის ფინანსური ინსტიტუტისთვის

ცენტრალიზებული მონაცემთა ანალიტიკა

ვაერთიანებთ საკრედიტო, ოპერაციულ და რისკის მონაცემებს ერთ ანალიტიკურ სივრცეში

შედეგი: სრული სურათი გადაწყვეტილებების მისაღებად და შემცირებული ოპერაციული რისკი

რეალურ დროში რეპორტინგი და მონიტორინგი

ვნერგავთ ავტომატიზებულ dashboard-ებს კრიტიკული მაჩვენებლების მუდმივი კონტროლისთვის

შედეგი: უფრო სწრაფი რეაგირება და გაუმჯობესებული ფინანსური შედეგები.

მასშტაბირებადი მონაცემთა არქიტექტურა

ვაშენებთ ანალიტიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც იზრდება პროდუქტებთან და მომხმარებლებთან ერთად.

შედეგი: ოპტიმიზებული პროდუქტის განვითარება და ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებები.

ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ანალიტიკა

ვახდენთ კონკურენტული გარემოს, ტრენდებისა და მომხმარებლის ქცევის მუდმივ ანალიზს.

შედეგი: ბაზრის წილის შენარჩუნება და ინოვაციების დროულად დანერგვა.

მონაცემებზე დაფუძნებული შეფასება

ვნერგავთ ანალიტიკურ მოდელებს გირაოს ღირებულებისა და რისკების კონტროლისთვის.

შედეგი: სტაბილური მოგება და ნაკლები ფინანსური დანაკარგი.

ოპერაციული პროცესების ავტომატიზაცია

ტრანზაქციების, ვადებისა და შემოსავლების ერთიან სისტემაში მართვა.

შედეგი: მეტი კონტროლი, ნაკლები ქაოსი და სწრაფი ბიზნეს ზრდა.

ვმუშაობთ თქვენს არსებულ სისტემებთან

ინტეგრაცია ყველა პოპულარულ ბანკინგ და ფინანსურ სისტემასთან

ბანკინგ სისტემები

Oracle FLEXCUBE
Temenos T24
Finacle Core Banking

CRM & ERP სისტემები

Salesforce Financial Services
Microsoft Dynamics 365
SAP for Banking

ლომბარდები

Pawn Management Systems (PMS)
Accounting & POS Systems
Excel & Manual Workflows

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ თქვენი ბიზნესის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით მონაცემებიდან ღირებულების შექმნაში