მონაცემთა და ბიზნეს ანალიტიკა სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიისთვის

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უკეთეს მენეჯმენტში, სტაბილურ ზრდასა და ოპტიმიზაციაში
ჩვენი კლიენტები ზრდიან კლიენტების ლოიალობას და შემოსავალს
მოითხოვეთ უფასო კონსულტაცია

Beauty & Wellness

ჩვენი სისტემა მუშაობს სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიის ყველა მიმართულებაზე

სილამაზის სალონები

კლიენტების პრეფერენციების ანალიზი, ჯავშნების მენეჯმენტი, სტილისტების პროდუქტიულობა და შემოსავლების ოპტიმიზაცია.

სპა-ცენტრები

პროცედურების ეფექტურობის ანალიზი, რესურსების მენეჯმენტი, ოკუპაციის პროგნოზირება და მომგებიანობის ზრდა.

კოსმეტოლოგები

პროცედურების ეფექტურობის ანალიზი, კლიენტების შედეგების მონიტორინგი, პროდუქტების რეკომენდაცია და შემოსავლების მაქსიმიზაცია.

ფიტნეს ცენტრები

წევრების აქტივობის ანალიზი, პერსონალური ტრენერების ეფექტურობა, კლასების პოპულარობა და წევრების შენარჩუნება.

გამოწვევები სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში

ყველა სექტორი ყოველდღიურად უმკლავდება მსგავს გამოწვევებს

გაუქმებული ჯავშნები

დღეში 3-5 გაუქმებული ჯავშანი. საშუალოდ ₾50-დან ₾200-მდე ზარალი თითოეულზე.

ყოველთვიური ზარალი: ₾4,500 - ₾30,000

არაოპტიმალური განრიგი

სტილისტები დროს არაეფექტურად ხარჯავენ, მომხმარებლები კი ვერ პოულობენ მათთვის სასურველ თავისუფალ საათებს.

პერსონალის არაეფექტურობა: 25-40% სამუშაო დრო

კლიენტების ბრუნვა

კლიენტები ხშირად არ ბრუნდებიან, არ არის დაგეგმილი პერსონალური მარკეტინგი

გამეორებითი ვიზიტების მაჩვენებელი: მხოლოდ 35%

ცარიელი პროცედურული ოთახები

დღიური ზარალი ყოველ ცარიელ საათზე. საშუალოდ ₾100-დან ₾300-მდე საათში.

ყოველთვიური ზარალი: ₾15,000 - ₾45,000

გამოუყენებელი პროცედურული პროდუქტები

ყოველ თვეს ყრით ვადაგასულ ან გამოუყენებელ პროდუქტებს.

პროდუქტის დანაკარგი: 20-30% ყოველთვიურად

პროცედურების არაეფექტურობა

ზუსტი მონაცემების გარეშე, რთულია სერვისების ოპტიმიზაცია, რაც ხელს გიშლით გაიგოთ, რომელი პროცედურა მოგიტანთ მეტ მოგებას და კმაყოფილ კლიენტს

მომგებიანობის დარღვევა: 40% პროცედურები მხოლოდ 15% მოგებას იძლევა

მომსახურების ხარისხის კონტროლი და შედეგების მართვა

ინფორმაციის ნაკლებობა პროცედურების ეფექტურობაზე ართულებს კლიენტის პროგრესის შეფასებას. ციფრული მონაცემების გარეშე, რთულია თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა

კლიენტის კმაყოფილების დონე: მხოლოდ 65%

პროდუქტების არაეფექტური განაწილება

სტანდარტული მიდგომა ყველა კლიენტის მიმართ ამცირებს პროცედურის ეფექტურობას. ზუსტი ანალიტიკის გარეშე, ძვირადღირებული პროდუქტების გამოყენება ხშირად არ შეესაბამება მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებს.

პროდუქტის ეფექტურობა: მხოლოდ 40% კლიენტებზე

კონსულტაციების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი

როდესაც კონსულტაციების უმეტესობა გაყიდვით არ სრულდება, ეს სისტემურ ხარვეზზე მიუთითებს. ინფორმაციის ნაკლებობა მომხმარებლის გადაწყვეტილების მიმღებ ფაქტორებზე ხელს უშლის გაყიდვების ზრდას

კონვერტაციის მაჩვენებელი: მხოლოდ 30%

კლიენტების მაღალი დენადობა

სტატისტიკურად, წევრების უმეტესობა კლუბს პირველ კვარტალში ტოვებს. მონაცემების ნაკლებობა მათი უკმაყოფილების მიზეზებზე ხელს გიშლით ეფექტური "ლოიალობის პროგრამის" შემუშავებაში

წევრების ლოიალურობის მაჩვენებელი: მხოლოდ 40%

ჯგუფური კლასების დაბალი ეფექტურობა

ისბალანსი კლასების დატვირთვაში იწვევს რესურსების არაეფექტურ გამოყენებას. მონაცემების ნაკლებობა კლასების პოპულარობაზე ხელს გიშლით მაქსიმალურად აითვისოთ დარბაზის პოტენციალი.

კლასების ეფექტურობა: ჯგუფური კლასების 50% არ არის დატვირთული

წევრების პროგრესის აღრიცხვის ნაკლებობა

ინფორმაციის არქონა წევრების ინდივიდუალურ წინსვლაზე ართულებს მათი მიღწევების შეფასებას. მონაცემების გარეშე შეუძლებელია დაადასტუროთ, რამდენად ეფექტურად უახლოვდებიან ისინი დასახულ მიზნებს.

გავლენა მომხმარებელზე: წევრების 55% ვერ აღიქვამს რეალურ შედეგებს

ჩვენი მიდგომა Beauty & Wellness-ისთვის

კონკრეტული გადაწყვეტები თითოეული სექტორისთვის

მონაცემებზე დაფუძნებული სალონის მენეჯმენტი

გააძლიერეთ მომხმარებელთა ნდობა და უზრუნველყავით თქვენი ბიზნესის უწყვეტი განვითარება

ვიზიტების დინამიკა და ისტორია

თითოეული კლიენტის ინდივიდუალური ბარათი, სადაც ასახულია პროცედურების შედეგები, გამოყენებული პროდუქტები და სამომავლო მიზნები უკეთესი პერსონალიზაციისთვის.

ვიზიტების მართვის მოქნილი სისტემა

განრიგის ოპტიმიზაცია რეალურ დროში, ავტომატური შეტყობინებები და კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია დაგეგმილი ვიზიტების დასადასტურებლად.

გუნდის საქმიანობის შეფასება

თითოეული სპეციალისტის დატვირთვისა და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, რაც გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ პერსონალის წვლილი ბიზნესის განვითარებაში.

სპა ცენტრის სტრატეგიული მართვა

მაქსიმალურად აითვისეთ ცენტრის რესურსები და შესთავაზეთ სტუმრებს უნაკლო მომსახურება

სამუშაო სივრცეების ოპტიმალური დატვირთვა

სპა-კაბინეტებისა და დასასვენებელი სივრცეების ეფექტური განაწილება რეალურ დროში, რაც გამორიცხავს ცარიელ საათებს და ზრდის ცენტრის გამტარუნარიანობას.

ინვენტარისა და მარაგების მართვა

ხარჯვადი მასალების ზუსტი კონტროლი და დროული შევსება, რაც გეხმარებათ თავიდან აიცილოთ პროდუქციის დანაკარგები ან ჭარბი მარაგების დაგროვება.

მაღალმომგებიანი სერვისების იდენტიფიცირება

პროცედურების პოპულარობისა და რენტაბელობის შეფასება, რაც საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ იმ სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ თქვენს სტუმრებს.

კოსმეტოლოგიური სერვისების მართვა

შექმენით პერსონალიზებული გამოცდილება თითოეული კლიენტისთვის და განავითარეთ თქვენი ბიზნესი

შედეგების სისტემური აღრიცხვა

თითოეული კლიენტის ინდივიდუალური ისტორია, რაც საშუალებას გაძლევთ თვალსაჩინო გახადოთ პროცედურების ეფექტურობა და დინამიკა.

პერსონალიზებული მოვლის გეგმა

მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციები კანის ტიპისა და საჭიროებების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების მიზნობრივ გამოყენებას.

კონსულტაციების მართვა

კლიენტის საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება, რაც ზრდის ნდობას და ეხმარება სპეციალისტს კონსულტაცია წარმატებულ გაყიდვად აქციოს.

ფიტნეს ცენტრების მართვის სისტემა

უზრუნველყავით წევრების გრძელვადიანი ლოიალობა და აბონემენტების გაყიდვების სტაბილური ზრდა

წევრების ლოიალობის მართვა

გააანალიზეთ წევრების ქცევა და აქტივობა, რათა დროულად მოახდინოთ რეაგირება და შექმნათ გარემო, სადაც ისინი დიდხანს დარჩებიან.

კლასებისა და ტრენერების ეფექტურობა

მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია კლასების პოპულარობასა და დატვირთვაზე, რაც დაგეხმარებათ საუკეთესო განრიგისა და გუნდის ჩამოყალიბებაში.

პროგრესისა და მიზნების კონტროლი

თითოეული წევრის მიღწევების სისტემური აღრიცხვა, რაც მათ მოტივაციას უნარჩუნებს და ნათლად აჩვენებს ვარჯიშის რეალურ შედეგს.

როგორ ვიწყებთ თანამშრომლობას?

3 მარტივი ნაბიჯი - უფასო კონსულტაციით დაწყებული

1

უფასო ბიზნეს კონსულტაცია

დაჯავშნეთ უფასო ონლაინ კონსულტაცია და გაიგეთ, როგორ დაგეხმარებათ ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში.

დრო: 48 საათი
2

14-დღიანი სატესტო პერიოდი

ჩვენ მოვახდენთ თქვენი ჯავშნებისა და გაყიდვების (POS) სისტემების ინტეგრაციას და სულ რაღაც 14 დღეში წარმოგიდგენთ პირველ ანალიტიკურ შედეგებს. სცადეთ ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე.

პირველი შედეგები 7 დღეში
3

წარმატების გაზიარება

თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ჩვენი მიზანია ხანგრძლივი თანამშრომლობა

შედეგების გარანტია

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ თქვენი ბიზნესის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით მონაცემებიდან ღირებულების შექმნაში