მონაცემთა ინფრასტრუქტურა

მონაცემთა ინჟინერია & მენეჯმენტი

მონაცემთა არქიტექტურა, ETL/ELT, DWH და ხარისხის კონტროლი — ანალიტიკის საიმედო საფუძველი

გაამარტივეთ მონაცემთა ნაკადები, გააუმჯობესეთ სიზუსტე და შექმენით მასშტაბური ინფრასტრუქტურა თქვენი BI/Analytics სისტემებისთვის.

მონაცემთა ხარისხი
ავტომატიზაცია
BI ანალიტიკა
Data Quality Pulse
Live
ოპერაციული ეფექტურობა
0%
რეპორტინგის სისწრაფე
0%
მონაცემთა სიზუსტე
0%

მონაცემთა მართვისა და ინჟინერიის გადაწყვეტილებები

მონაცემთა მართვის ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტურობაზე მონაცემთა სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე — მათი შექმნისა და შენახვის მომენტიდან, ტრანსფორმაციისა და ანალიზის ჩათვლით.

მონაცემთა მართვის სტრატეგია

ნედლი მონაცემების ღირებულ ინფორმაციად გარდაქმნა სწორი სტრატეგიით იწყება. ჩვენ დაგეხმარებით განსაზღვროთ მონაცემთა მართვის ოპტიმალური დონე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ბიზნესისთვის.

მონაცემთა ეკოსისტემის შეფასება და ოპტიმიზაცია

მონაცემების შექმნიდან მათ ანალიზამდე და დაარქივებამდე, ჩვენ განვიხილავთ სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპს. ჩვენი მიზანია მონაცემთა ბიზნეს-ღირებულების მაქსიმიზაცია და მასშტაბირებადი, ეფექტური პროცესების უზრუნველყოფა.

მონაცემთა არქიტექტურა

ჩვენ ვქმნით მოქნილ (Agile), მოდულარულ და მასშტაბირებად გადაწყვეტებს, რომლებიც თქვენი ანალიტიკის საფუძველი ხდება. სერვისი მოიცავს მონაცემთა საწყობების (Data Warehouses), ტბების (Data Lakes) და ჰიბრიდული არქიტექტურების დაპროექტებას, მოდელირებასა და უსაფრთხოებას.

ღრუბლოვანი სერვისები

ვაშენებთ და ვნერგავთ Cloud-გადაწყვეტებს თქვენი მონაცემების ეფექტური მართვისთვის. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პლატფორმის შერჩევაში, მონაცემთა მიგრაციაში, Cloud-უსაფრთხოებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში.

მონაცემთა ინტეგრაცია და ინჟინერია

ჩვენ ვუზრუნველყოფთ მონაცემთა ნაკადების (Data Pipelines) გამართულ მუშაობას. ETL/ELT პროცესების მეშვეობით ვახდენთ მონაცემთა ტრანსფორმაციას, გასუფთავებას და მიწოდებას, რაც კრიტიკულია ზუსტი და მასშტაბური ანალიტიკისთვის.

მონაცემთა ხარისხი და უსაფრთხოება

ჩვენ ვნერგავთ ტექნოლოგიებსა და პროცესებს მონაცემთა ხარისხის მუდმივი კონტროლისთვის. დავიცავთ თქვენს სისტემებს დაბალი ხარისხის ინფორმაციისგან და უზრუნველყოფთ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის უმაღლეს სტანდარტებს.

რას მიიღებთ ჩვენთან მუშაობით

კონკრეტული არტეფაქტები, რომლებსაც გუნდი რეალურად გამოიყენებს.

მონაცემთა არქიტექტურის რუკა

მონაცემთა ნაკადების სრული სქემა: წყაროებიდან (Sources) → მონაცემთა მილსადენების (Pipelines) და საწყობების (Warehouse) გავლით → ანალიტიკურ (BI) პლატფორმებამდე..

მონაცემთა სტრუქტურა და მოდელი

მონაცემთა სქემები, საკვანძო კავშირები (Keys) და განმარტებები, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიან წყაროს — „Single Source of Truth“.

მონაცემთა ხარისხის კონტროლი

ხარისხის წესები, reconciliation და ავტომატური კონტროლის სისტემები ხარისხის მუდმივი მონიტორინგისთვის.

ტექნიკური დოკუმენტაცია და მხარდაჭერა

სრული ტექნიკური დოკუმენტაცია, Onboarding ინსტრუქციები და მხარდაჭერის გზამკვლევი სისტემის დამოუკიდებლად მართვისთვის.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ თქვენი ბიზნესის შესახებ და ჩვენ დაგეხმარებით მონაცემებიდან ღირებულების შექმნაში