არსებობს ერთი ხარჯი, რომელიც არცერთ ინვოისში არ ჩანს, თუმცა წლის ბოლოს საკმაოდ სოლიდურ ციფრს აღწევს. ამას „მონაცემთა ქაოსის გადასახადი“ ჰქვია.
ბიზნესების უმეტესობა დროსა და ფულს კარგავს არა იმიტომ, რომ ცუდი პროდუქტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ მათი მონაცემები გაფანტულია სხვადასხვა ფაილებში, ადამიანების მეხსიერებაში ან არაეფექტურ ცხრილებში.
როგორ მიხვდეთ, რომ ამ გადასახადს თქვენც იხდით?
- დროის კარგვა ძებნაში: როცა მარტივი რეპორტის მისაღებად თანამშრომელს 3 სხვადასხვა პროგრამიდან მონაცემების ექსპორტი და მათი ხელით შეჯერება სჭირდება.
- დუბლირებული სამუშაო: როცა გუნდის ერთი წევრი აკეთებს იმას, რაც მეორეს უკვე გაკეთებული აქვს, უბრალოდ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი
დაგვიანებული რეაგირება: როცა კვირის ბოლოს იგებთ, რომ პროდუქტი ამოიწურა ან მარჟა დაგეცათ, ნაცვლად იმისა, რომ ეს რეალურ დროში გცოდნოდათ.
გამოსავალი არასდროსაა პროგრამების შეძენა
ხშირად ბიზნესი უშვებს შეცდომას და ყიდულობს ძვირადღირებულ პროგრამებს (CRM, ERP), რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ Advanced Excel ფუნქციას ასრულებენ.
მთავარია სისტემა და არა ხელსაწყო. მონაცემების სწორი სტრუქტურირება საშუალებას გაძლევთ:გადაწყვეტილებები მიიღოთ 5 წუთში და არა 2 დღეში
დაინახოთ მომგებიანობის რეალური სურათი ყოველგვარი „ალბათ“-ის გარეშე.
გაათავისუფლოთ გუნდი რუტინული სამუშაოსგან.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, თქვენი მონაცემები ვაქციოთ თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარების მთავარ ძალად.