2008 წელს Starbucks სერიოზული კრიზისის წინაშე იდგა. კომპანიის აქციების ფასი განახევრდა, ხოლო ფილიალების დიდი ნაწილი ზარალის გამო იხურებოდა. სწორედ ამ დროს კომპანიაში დაბრუნდა მისი დამფუძნებელი, ჰოვარდ შულცი, რომელმაც გადაწყვიტა ინტუიციური მართვის დასრულება და მონაცემების გაანალიზება დაიწყო.
ბრმა გაფართოების პრობლემა
მანამდე Starbucks ხსნიდა ფილიალებს ყველგან, სადაც შესაძლებლობა მიეცემოდა. შედეგად მოხდა ის, რომ ხშირად ერთ ქუჩაზე ორი ფილიალი მდებარეობდა, რაც იწვევდა იმას, რომ ისინი ერთმანეთს კლიენტებს "პარავდნენ", რაც საბოლოოდ ორივე ფილიალს წამგებიანს ხდიდა.
რეფორმა
კომპანიამ დანერგა მონაცემთა ანალიტიკის სისტემა, რომელიც აანალიზებდა:
- ლოცაკიას: მოსახლეობის სიმჭიდროვეს, საშუალო შემოსავალს და ტრაფიკის მიმართულებას
- მომხმარებლის ქცევას: სად ჩერდებიან ადამიანები სამსახურში წასვლისას და სად უკან დაბრუნებისას
- კანიბალიზაციის ეფექტს: რამდენად დააზიანებდა ახალი ობიექტი უკვე არსებულს
შედეგი:
მონაცემების საფუძველზე მათ შეცვალეს არა მხოლოდ ლოკაციები, არამედ მენიუც. ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებლები ცივ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას ნაშუადღევს. სწორედ ამ დასკვნამ ჩაუყარა საფუძველი "Frappuccino" ხაზის გაძლიერებას.
დღეს კი მათ აქვთ აპლიკაცია "Rewards App" რომელიც არის მონაცემების გენერატორი. კომპანიამ ზუსტად იცის: - რას და როდის უკვეთავთ
- რა ტიპის შეტყობინებებზე რეაგირებთ
- როგორი ამინდის დროს რა სასმლის მირთმევა გირჩევნიათ
თქვენ არ გჭირდებათ იყოთ Starbucks, იმისთვის რომ მონაცემებით მართოთ ბიზნესი. მთავარია გქონდეთ "ხედვა", რათა დაინახოთ ის სწორი მიმართულებები, რომლებიც თქვენს მონაცემებშია დამალული.