HoReCa

DataVision - ანალიტიკური ბლოგი

ხშირად სასტუმროს მფლობელებისთვის "სეზონურობა" ერთადერთი განაჩენია. "ახლა მკვდარი სეზონია" - ეს ფრაზა ალბათ ხშირად ამართლებს ცარიელ ნომრებსა და შემცირებულ შემოსავლებს. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ სეზონურობა არაა დაუძლეველი ბარიერი, გამოსავალი არსებობს და ის ყოველთვის თქვენს თვალწინაა. ბრმა ფასწარმოება და გამოუყენებელი რესურსები თუ ფასს მხოლოდ გასული წლის გამოცდილებით ადგენთ, თქვენ არ იცით: კვირის რომელ დღეებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელი არხი გიგზავნით ყველაზე მომგებიან სტუმრებს (Booking, Expedia და ა.შ) რა კავშირშია ერთმანეთთან ამინდის პროგნოზი და გაუქმებული ჯავშნები ამ ინფორმაციის გარეშე, თქვენ ან ძალიან ძვირად აქირავებთ ნომერს, რის გამოც კარგავთ კლიენტს, ან ძალიან იაფად აქირავებთ და კარგავთ მოგებას. გამოსავალი: მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი როდესაც ყველა მონაცემს, ჩანაწერებიდან პირდაპირ თქვენს მაგიდაზე დეშბორდებზე გადავიტანთ, ყველაფერი გაცილებით მარტივი და გასაგები გახდება. რას ხედავს სასტუმროს მენეჯერი ჩვენს რეპორტში? დატვირთულობის რუკა (Occupancy Heatmap) - ნათლად ჩანს, რომ ყოველ ოთხშაბათს სასტუმრო 30% ით ცარიელია. გამოსავალი? სპეციალური "Midweek Family Stay" შეთავაზება ოჯახებისთვის. ჯავშნის წინასწარი პერიოდი (Booking Lead Time) - თუ ხედავთ, რომ სტუმრები ჯავშანს საშუალოდ 14 დღით ადრე აკეთებენ და 10 დღით ადრე ნომრების 60% თავისუფალია, ჩვენ ვიჭერთ ამ მომენტს და გაძლევთ რეკომენდაციას ფასის ოპტიმიზაციაზე. სტუმრის პორტრეტი - მონაცემების მიხედვით, თქვენი სტუმრების 70% არიან ოჯახები, თქვენ ზუსტად იცით რა აუდიტორიაზე უნდა მიმართოთ მარკეტინგი. სასტუმროს მართვა ინტუიციით შეცდომაა, სტაბილური ზრდა და წარმატება თქვენს მონაცემებში იმალება არ მისცეთ თქვენს მონაცემებს უქმად ყოფნის უფლება. გადააქციეთ ისინი თქვენი ბიზნესის მთავარ უპირატესობად. DataVision - შენი ანალიტიკური პარტნიორი

წაიკითხე