ბუღალტერია

DataVision - ანალიტიკური ბლოგი

ბევრი ბიზნესი ფიქრობს, რომ თუ ბუღალტერია წესრიგშია, მაშინ ყველაფერი კონტროლქვეშაა. გადასახადები სწორად არის დათვლილი, შემოსავალი და ხარჯი დაფიქსირებულია, ბალანსიც არსებობს. მაგრამ ხშირად მაინც ჩნდება კითხვები, რომელზეც ბუღალტერია ზუსტ პასუხს ვერ გვაძლევს. მაგალითად: რატომ შემცირდა მოგება, როცა გაყიდვები გაიზარდა? რომელ პროდუქტს ან სერვისს მოაქვს მოგება და რომელი უბრალოდ „ტრიალებს“? სად იკარგება დრო, რესურსი ან ფული? რომელი კლიენტები არიან ყველაზე მომგებიანი? ბუღალტერიის მთავარი ამოცანაა წარსულის დაფიქსირება: რა მოხდა, რამდენი დაიხარჯა, რამდენი შემოვიდა, რა გადასახადია გადასახდელი. ეს აუცილებელია და მის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს. მაგრამ ბუღალტერია იშვიათად გვპასუხობს კითხვაზე – რატომ მოხდა ასე და რა ვქნათ შემდეგ. აქ ჩნდება მონაცემთა ანალიტიკა. მონაცემთა ანალიტიკაც ციფრებია, მაგრამ სხვა კუთხით დანახული. რა ტენდენციაა დროში? რომელი მიმართულება იზრდება და რომელი ეცემა? რა კავშირია პროცესებს შორის? თუ რაღაც შევცვალეთ, რა შედეგს მივიღებთ? თუ ბუღალტერია გვიჩვენებს სარკეს, ანალიტიკა გვაძლევს რუკას. ბუღალტერია ამბობს: „შარშან მოგება იყო 100,000 ლარი.“ ანალიტიკა კითხულობს: „რომელმა პროდუქტმა მოიტანა ეს მოგება? რომელი კლიენტების ხარჯზე? რა მოხდება, თუ ფასს შევცვლით ან ხარჯს შევამცირებთ?“ რომ შევაჯამოთ - თუ გსურთ, რომ ბიზნესი არამხოლოდ „გადარჩეს“, არამედ გაიზარდოს, თქვენ გჭირდებათ ხიდი ამ ციფრებსა და რეალურ გადაწყვეტილებებს შორის. სწორედ აქ იწყება მონაცემთა ანალიტიკა.

წაიკითხე