თანამედროვე მონაცემთა სტრატეგიის 5 ძირითადი ელემენტი

მონაცემთა სტრატეგია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ხედვა. ეს არის პრაქტიკული ჩარჩო, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ თავდაჯერებული გადაწყვეტილებები, მიაღწიოთ გაზომვად შედეგებს და მოემზადოთ მომავლისთვის — იქნება ეს მონაცემთა სირთულის ზრდა თუ ბაზრის სწრაფი ცვლილება.
DataVision-ის მიდგომით, სწორი სტრატეგია აწესრიგებს პრიორიტეტებს, აერთიანებს გუნდებს და ქმნის საგზაო რუკას (Roadmap) თქვენი მიზნების მისაღწევად.

რა არის მონაცემთა სტრატეგია?

მონაცემთა სტრატეგია არის თქვენი ბიზნესის საფუძველი. ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანებს, პროცესებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც საჭიროა მონაცემებთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
ეს არ არის „სწრაფი გამოსავალი“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებისთვის. პირიქით, ის ბიზნეს საჭიროებებს მონაცემთა პრიზმიდან უყურებს და პასუხობს კითხვებს:
1.როგორ გამოიყენონ თანამშრომლებმა მონაცემები უფრო ეფექტურად?
2.რომელი პროცესები უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხს?
3.რომელი არქიტექტურა შეუწყობს ხელს ანალიტიკის განვითარებას?

მონაცემთა სტრატეგიის 5 ელემენტი DataVision-ისგან


1. ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობა მონაცემთა ინიციატივები უნდა წყვეტდეს რეალურ ბიზნეს პრობლემებს. თუ სტრატეგია არ ემთხვევა კომპანიის KPI-ებს, ის უბრალოდ რესურსების ფლანგვაა.
2. თანამედროვე ტექნოლოგიური სტეკი (Modern Data Stack) სწორად აირჩიეთ ტექნოლოგია, რომელიც არის მასშტაბირებადი და მოქნილი.
3. მონაცემთა მმართველობა (Data Governance) მმართველობა არ არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა; ეს არის წესებისა და პასუხისმგებლობების ერთობლიობა.
4. ტალანტების სტრატეგია და განვითარება ტექნოლოგია ადამიანების გარეშე ვერ იმუშავებს. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი საოპერაციო მოდელი
5. საგზაო რუკა (Roadmap) ეს არის დროში გაწერილი გეგმა. პრიორიტეტი მიანიჭეთ იმ პროექტებს, რომლებიც მაღალი ბიზნეს ღირებულებისაა და მარტივია განსახორციელებლად (Quick Wins). ეს დაგეხმარებათ ადრეული შედეგების ჩვენებასა და გუნდის მოტივაციაში.

შეჯამება

ორგანიზაციები ბიუჯეტის მხოლოდ 14%-ს ხარჯავენ უშუალოდ სტრატეგიაზე, რაც ხშირად ხდება წარუმატებლობის მიზეზი. გამართული სტრატეგია არის გარანტი, რომ თქვენი ინვესტიცია ტექნოლოგიებში რეალურ უკუგებას (ROI) მოიტანს.