მონაცემები თანამედროვე ბიზნესისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია. წარმოიდგინე, რომ შენს ხელთ არსებული უზარმაზარი ინფორმაცია ერთ მარტივ ვიზუალშია მოქცეული, რომელიც წამებში გაწვდის საჭირო ინფორმაციას და გეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ამ პოსტში განვიხილავთ 10 ყველაზე გამოყენებად გრაფიკს ავხსნით მათ დანიშნულებას, გამოყენების საუკეთესო შემთხვევებს და მოგცემთ რამდენიმე რჩევას ეფექტური ვიზუალიზაციისთვის.
დავიწყოთ
სვეტოვანი დიაგრამა - Bar Chart

დანიშნულება: გამოიყენება სხვადასხვა კატეგორიების მონაცემების შესადარებლად, თითოეული სვეტის სიგრძე წარმოადგენს მნიშვნელობას.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გინდათ შეადაროთ გაყიდვები პროდუქტების ან პროდუქტების კატეგორიების მიხედვით, ან ფილიალების დატვირთულობა, პროექტების ბიუჯეტების შედარება და ა.შ
მაგალითი: გინდა შეადარო ტოპ 10 UFC მოჩხუბარის მიერ გადაწყვეტილებით მოგებული ბრძოლები. თითოეული სვეტი იქნება მათ მიერ დაგროვებული გამარჯვებები, რაც გაგიმარტივებს შედარებას.
ხაზოვანი დიაგრამა - Line Chart

დანიშნულება:ის გამოიყენება, მაშინ, როდესაც მონაცემებმა უნდა გვიჩვენონ დინამიკა და ტრენდები სხვადასხვა დროის ჭრილში.
როდის გამოვიყენოთ: შემოსავლები დღეების/კვირების/თვეების ან თუნდაც წლების ჭრილში, ასევე ვებ-გვერდის ტრაფიკი და ა.შ
მაგალითი: გინდა დააკვირდე როგორ იცვლება შენი გაყიდვების მოცულობა თვეების მიხედვით, ყოველი წერტილი ხაზოვან დიაგრამაზე, არის კონკრეტულ თვეს გაყიდული პროდუქტების რაოდენობა. ამ წერტილებს თუ შევაერთებთ, ძალიან თვალსაჩინო იქნება, როგორ იცვლებოდა გაყიდვების მოცულობა თითოეულ თვეს.
წრიული დიაგრამა - Pie Chart

დანიშნულება: მისი მთავარი დანიშნულებაა რომ გვაჩვენოს ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილების პროცენტული წილი.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გვინდა ვნახოთ როგორ ვანაწილებთ ბიუჯეტს სხვადასხვა მიმართულებით, მარკეტინგული არხების წილი გაყიდვებში და ა.შ
მაგალითი: თუ გაინტერესებს სრული გაყიდვებიდან რა პროდუქტს (ან პროდუქტის კატეგორიას) რა წილი ჰქონდა, წრიული დიაგრამა ამას იდეალურად გვიჩვენებს.
რგოლოვანი დიაგრამა - Donut Chart

დანიშნულება: ალბათ შეამჩნევდით, რომ წრიული დიაგრამის მსგავსად, რგოლოვანი დიაგრამაც აჩვენებს ერთი მთლიანის წილებს, მაგრამ შუაში აქვს სიცარიელე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შუა ნაწილში ჩაიწეროს რიცხვითი მნიშვნელობა თუ რა იყო ეს მთლიანი და ასევე გარკვეულ მომენტებში მარტივი აღსაქმელია იმიტომ, რომ ფართობის მაგივრად მომხმარებელი აკვირდება რკალის სიგრძეს.
როდის გამოვიყენოთ: ზუსტად იგივე დროს, როდესაც ვიყენებთ წრიულ დიაგრამას, თუ ბევრი შემადგენელი ნაწილია, ამ დროს რგოლოვანი დიაგრამა უფრო თვალსაჩინოა.
მაგალითი: ზუსტად იგივე შემთხვევა რაც გვქონდა წრიული დიაგრამის შემთხვევაში.
გაბნევის დიაგრამა - Scatter plot

დანიშნულება: ის გამოიყენება როდესაც ორ ცვლადს (მოვლენას) შორის გვინდა დინახოთ კავშირები, ტრენდები ან ანომალიები. მოცემულ სურათზე ყვითელი და მწვანე წერტილები ერთნაირად იზრდება სწორ ხაზზე, რაც მიანიშნებს მათ შორის პოზიტიურ კორელაციაზე, როდესაც ისინი საპირისპიროდ მიემართებიან ამ დროს არის ნეგატიური კორელაცია, ხოლო თუ მათ შორის კავშირს ვერ ხედავთ ეს ნიშნავს, რომ ამ ორ მოვლენას შორის არანაირი დამოკიდებულება არ არის.
როდის გამოვიყენოთ: მარკეტინგული ხარჯების და გაყიდვების კორელაცია, პროდუქტის ფასზე და გაყიდვებზე მოთხოვნის დამოკიდებულება და ა.შ
მაგალითი: წარმოიდგინეთ ორი მონაცემი სტუდენტების მიერ დახარჯული დრო მეცადინეობაში და მათ მიერ მიღებული საგამოცდო ქულები, გაფანტულობის დიაგრამის მიხედვით შეგიძლიათ დაინახოთ არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში, სწავლაზე დახარჯული დრო და მათ მიერ აღებული ქულები
ჰისტოგრამა - Histogram

დანიშნულება: ჰისტოგრამა გვიჩვენებს რიცხვითი მონაცემების განაწილებას და სიხშირეს, რამდენი მონაცემი ხვდება გარკვეულ დიაპაზონში.
როდის გამოვიყენოთ: კლიენტების ასაკობრივი განაწილება, პროდუქტის ფასების განაწილება და ა.შ
მაგალითი: თუ აგროვებთ ინფორმაციას, თქვენი კლიენტების ასაკის შესახებ, ჰისტოგრამა გიჩვენებთ, რამდენი ადამიანი იყო 16-20 წლამდე, რამდენი 21-25 წლამდე და ა.შ. რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ, თქვენი კლიენტების რომელი ასაკობრივი ჯგუფია ყველაზე აქტიური.
სითბური რუკა - Heat map

დანიშნულება: მონაცემების მატრიცული ვიზუალიზაცია, სადაც რიცხვების ნაცვლად ფერები გვიჩვენებენ შედეგებს, რის გამოც ტენდენციების და ანომალიების აღმოჩენა გაცილებით მარტივი ხდება.
როდის გამოვიყენოთ: თუ გინდათ გაიგოთ რომელ საათებში სტუმრობენ ყველაზე ხშირად თქვენს ვებ გვერდს, თუ გინდათ კლიენტები დაყოთ სეგმენტებად მათი ქცევის მიხედვით და ა.შ
მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ აკვირდებით თქვენს კაფეში დღის რომელ მონაკვეთში შემოდის ყველაზე მეტი სტუმარი, სითბური რუქა ამას გიჩვენებთ ფერების მიხედვით, რაც უფრო მეტი სტუმარი შემოვიდა, მით უფრო მუქი ფერია.

დანიშნულება: გამოიყენება მრავალი მნიშნველობის მიხედვით, რამდენიმე ობიექტის/პროდუქტის შედარებისთვის
როდის გამოვიყენოთ: თუ გინდათ შეადაროთ ორი პროდუქტი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით (მაგ; ფასი, მახასიათებელი, ხარისხი, შეფასებები და ა.შ)
მაგალითი: წარმოიდგინეთ რომ ადარებთ ორ პოტენციურ მომწოდებელს რამდენიმე კრიტერიუმით: ფასი, საშუალო მოწოდების ვადა, რეიტინგი და ა.შ რადარული დიაგრამა თითოეული მომწოდებლის "პროფილს" გაცილებით თვალსაჩინოს ხდის და შესაბამისად მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღებაც.
ძაბრისებრი დიაგრამა - Funnel chart

დანიშნულება: გამოიყენება პროცესის ეტაპების საჩვენებლად, სადაც მონაცემები თანდათან მცირდება. იდალურია კონვერსიის საჩვენებლად
როდის გამოვიყენოთ: თუ გინდათ ნახოთ, პოტენციური კლიენტიდან, რამდენი გახდა რეალური მყიდველი. რეკრუტინგში, არსებული კანდიდატებიდან რამდენი დაასაქმეთ და ა.შ
მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ონლაინ მაღაზიაში 1000 კლიენტი რეგისტრირდება, კალათში 500 ადამიანი ამატებს პროდუქტს, მაგრამ მხოლოდ 200 მა იყიდა. ძაბრისებრი დიაგრამით შეგიძლიათ დაინახოთ სად არის პრობლემა და რა ეტაპზე იკარგება ყველაზე მეტი კლიენტი.
სანკის დიაგრამა - Sankeychart

დანიშნულება: გამოიყენება პროცესის ეტაპობრივი ვიზუალიზაციისთვის. რა საფეხურებს გადის თითოეული რიცხვითი მონაცემი საბოლოო დანიშნულებამდე.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გსურთ გააანალიზოთ გაყიდვების ციკლი, მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობა, ან მომხმარებლის გზა რეგისტრაციიდან ყიდვამდე.
მაგალითი: წარმოიდგინე, გსურს დაინახო შენი კომპანიის მთლიანი შემოსავლების განაწილება. მარცხნივ გაქვს ერთი დიდი ნაკადი „ჯამური შემოსავალი“, რომელიც მარჯვნივ გადასვლისას მიემართება სხვადასხვა ზომის ნაკადებად: ერთი ნაწილი მიდის ხელფასებში, მეორე მარკეტინგში, მესამე ოფისის იჯარაში, ხოლო რაც დარჩება წმინდა მოგებაში. ხაზების სისქე მაშინვე მიგახვედრებს, თუ ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი რომელი მიმართულებით მიედინება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ხელთ არსებული ციფრები რეალურ ბიზნეს-ხედვებად გარდაქმნათ.
გახსოვდეთ, ბიზნეს მფლობელებისთვის სწორად შერჩეული გრაფიკი, მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არაა, არამედ ეს არის საშუალება, რომელიც წამებში დაგანახებთ პრობლემას, ან ზრდის შესაძლებლობას.
ჩვენ დაგეხმარებით რთული მონაცემების მარტივ და გამოყენებად ვიზუალად ქცევაში, რათა თქვენ გქონდეთ ფართო ხედვის არეალი და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის!